|
2017-05-12 13:35:51, 1796 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ტერიტორიული მოწყობის საკითხი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ მოწესრიგდება
„ტერიტორიული მოწყობის საკითხი კონსტიტუციის დონეზე მას შემდეგ მოწესრიგდება, როცა აფხაზეთის და ცხინვალის მოსახლეობასთან ერთად შეგვეძლება ამ საკითხის გადაწყვეტა“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა. „ აქ არის მოწესრიგებული ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები, ერთი რამ უნდა ითქვას, რომ ჩვენ გვქონდა სერიოზული მსჯელობა ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში გადავწყვიტეთ, რომ დაგვეტოვებინა ის ძირითადი გზავნილი, რომელიც კონსტიტუციაში, ჯერ კიდევ 1995 წელს ჩაიდო. კერძოდ, გზავნილის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ვიდრე არ აღდგება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტერიტორიული მთლიანობა, მანამდე არ გადაისინჯება ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის საკითხები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიწყება ამასთან დაკავშირებით უშუალო მსჯელობა, მას შემდეგ რაც გვექნება საშუალება, რომ აფხაზეთის მოსახლეობასთან და ცხინვალის მოსახლეობასთან ერთად გადავწყვიტოთ ჩვენი ტერიტორიის მოწყობის საკითხები, მხოლოდ მას შემდეგ მოწესრიგდება ეს საკითხები კონსტიტუციის დონეზე“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)