|
2017-05-11 15:03:36, 1064 ნახვა
სხვადასხვა
IDFI-მ ამერიკული დაზვერვის თარგმანი გამოაქვეყნა, სადაც საუბარი საქართველოსა და ზვიად გამსახურდიაზეა
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) მიერ 1991 წელს იმდროინდელ საქართველოში არსებული ვითარებისა და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შესახებ მომზადებული ანალიტიკური მოხსენებების ქართულენოვანი თარგმანი გამოაქვეყნა. IDFI-ის ინფორმაციით, ისტორიული დოკუმენტები ჯერ კიდევ 2010 წელს გასაჯაროვდა. როგორც ტექსტშია აღნიშნული, ოპონენტები გამსახურდიას ავტორიტარიზმის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებდნენ. "დოკუმენტის მიხედვით, როდესაც გამსახურდიას მომხრეებს მისი გაპრეზიდენტება უხაროდათ, ოპონენტები აღნიშნავდნენ, რომ მისი გამარჯვება ავტორიტარიზმის დაბრუნების საფრთხეს შეიცავდა. ისინი ასევე ადანაშაულებდნენ პრეზიდენტს, სტალინის მსგავსი პიროვნების კულტის გაღვივებაში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიუხედავად დამოუკიდებლობის პერსპექტივისა, საქართველოში შიდაპოლიტიკური არასტაბილურობა მატულობს. ოსებთან დაპირისპირებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა საქართველოს მთავრობის საზოგადოებრივ იმიჯს. გამსახურდიას კონფრონტაციამ მოსკოვთან გაამძაფრა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა: იზრდება უმუშევრობა, შეიმჩნევა საკვებისა და ელექტორენერგიის დეფიციტი და მატულობს სამომხმარებლო ფასები", - აღნიშნულია ტექსტში. IDFI-ის ინფორმაციით, დოკუმენტები ასევე გამსახურდიას ბიოგრაფიულ დეტალებს შეიცავს, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ, ასევე ინფორმაციას მისი ოჯახის შესახებ. "CIA-ის მოხსენების მიხედვით, გამსახურდია გაეყარა პირველ ცოლს მას შემდეგ, რაც ის მისი და მისი მამის მოკვლის მიზნით სუკ-თან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. მისი მეორე მეუღლე პედიატრია. გამსახურდია უარყოფს ჭორებს, რომ მას მეუღლის მინისტრად დანიშვნა სურს. უკანასკნელ ინტერვიუში გამსახურდია აფიქსირებდა თავის აღფრთოვანებას რონალდ რეგანისდამი და შარლ დეგოლს თანამედროვე პოლიტიკოსის იდეალად მოიხსენიებდა< - ნათქვამია IDFI-ის თარგმანში. ინფორმაციას სრულად აღნიშნულ ბმულზე წაიკითხავთ: https://idfi.ge/ge/documents_from_cia
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)