|
2017-05-11 11:04:46, 747 ნახვა
რეგიონი
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში ახალი ლურჯი მოცვის ბაღები გაშენდა
გურიის რეგიონში შპს „იუვის ბერის“ -მა „დანერგე მომავალის“ პროექტის ფარგლებში ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „დანერგე მომავალის“ პროექტის მენეჯერმა ლევან დოლიძემ და გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გურიის რეგიონში, ოზურგეთის რაიონის სოფელ ჯუმათში პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარის, შპს „იუვის ბერის“ მიერ 7.2 ჰექტარზე გაშენებული ლურჯი მოცვის ბაღები დაათვალიერეს. ხსენებული კომპანია პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის შპს „იუვის ბერის“ -მა 78 072.34 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. ბენეფიციარის მიერ მიღებული დაფინანსებიდან 60 072.34 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 18 000 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი. გურიის რეგიონში „დანერგე მომავალის“ პროექტის ფარგლებში ხეხილის ბაღები გაშენდა 97 ჰა მიწის ფართობზე. საქართველოს მასშტაბით ხეხილის ახალი ბაღები 3 343 ჰა-ზე გაშენდა, რომლის დაფინანსების მოცულობა 16 368 274 მილიონ ლარს აღემატება. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
(NS)
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)