|
2017-05-10 18:08:35, 1913 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე: გერმანიამ ბოლო 25 წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი დახმარება გაუწია
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ქართულ-გერმანული სტრატეგიული ფორუმის “25 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები საერთო ღირებულებები და ინტერესები“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებსა და დაფიქსირებულ პროგრესზე. ვიქტორ დოლიძემ განსაკუთრებით აღნიშნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის როლი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები განმტკიცების საქმეში. „გერმანია არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელმაც, ბოლო 25 წლის განმავლობაში, ძალიან დიდი დახმარება გაუწია ჩვენს ქვეყანას როგორც დემოკრატიული რეფორმირების, ასევე, ინტეგრაციული კუთხით და ჩვენ მადლიერი ვართ მათი ამგვარი წვლილისთვის. გერმანია, ამავე დროს, არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ფინანსური დახმარების და შესაძლებლობების გაზრდის თვალსაზრისით. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამგვარ ფორუმებზე, სტრატეგიულ დისკუსიებზე ვმსჯელობთ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, ევროინტეგრაციულ პროცესებზე, ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე, სამოქალაქო სექტორის ჩართულობაზე ამ პროცესში და არა მხოლოდ“, - განაცხადა ფორუმზე გამოსვლის შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა. ქართულ-გერმანული სტრატეგიული ფორუმი კონრად ადენაუერის ფონდის ორგანიზებით უკვე მეექვსედ იმართება. ღონისძიება სასტუმრო „რუმს თბილისში“ მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)