|
2017-05-10 14:47:37, 799 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია ორდღიანი ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორდღიანი ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა. სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორია სტამბოლში მე-13 საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენას „IDEF 2017“ დაესწრება და თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობასა და შეიარაღებას, ასევე უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებსა და პროგრამებს გაეცნობა. მე-13 საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. ლევან იზორია თურქ კოლეგას ფიქრი ისიკს, ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შუაი ალფაის და სახმელეთო ჯარების სარდალს, გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, არმიის გენერალ სალიჰ ზექი ჩოლოქს შეხვდება. მე-13 საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენა, რომელსაც თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო მასპინძლობს, მასში მონაწილე ქვეყნებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. IDEF ევრაზიის რეგიონში ყველაზე დიდ თავდაცვის ინდუსტრიულ გამოფენას წარმოადგენს, ხოლო მონაწილე ქვეყნების, დელეგაციებისა და კომპანიების მხრივ მსოფლიოს მასშტაბით მეხუთე ადგილზეა. წელს გამოფენაში 53 ქვეყნის 781 კომპანია და 493 მაღალი რანგის უცხოელი დელეგატი მონაწილეობს.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)