|
2017-05-10 10:33:19, 1982 ნახვა
პოლიტიკა
„რესპუბლიკური პარტია“: ტყიბულის მაღაროში კიდევ 4 ადამიანის დაღუპვა არ შეიძლება მივაწეროთ უბედურ შემთხვევას
„რესპუბლიკური პარტია“ ტყიბულის მაღაროში მომხდარ ფაქტს ეხმაურება. პარტია მიიჩნევს, რომ ტყიბულის მაღაროში კიდევ 4 ადამიანის დაღუპვა არ შეიძლება უბედურ შემთხვევას მიეწეროს. მათივე შეფასებით, საქართველოში დასაქმებული ადამიანების შრომითი მდგომარეობა საგანგაშოა, რადგან სახელმწიფო მათი შრომის ჯანსაღ და უსაფრთხო პირობებს არ იცავს: „21-ე საუკუნეში ადამიანები მუშაობენ მონური შრომით, რადგან მათი ყოველდღიური შრომა არის სიცოცხლისთვის ბრძოლა, გააზრებული გადაწყვეტილება იმუშაონ ისეთ პირობებში, სადაც მათ სიცოცხლეს ყოველწამიერად შეიძლება საფრთხე შეექმნას. გუშინ მომხდარი ფაქტი აღწერილი ვითარების კიდევ ერთი სავალალო გამოვლინებაა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ სასწრაფოდ დაიწყოს მისი, როგორც ხელისუფლების, ვალდებულების შესრულება - შექმნას შრომის ინსპექცია, გაატაროს მკაცრი სანქციები შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების დასაცავად. დაანახოს საქართველოს მოქალაქეებს მათი კონსტიტუციური უფლებების დაცვა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამავდროულად, სასტიკად ვგმობთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ტყიბულში მომხდარი ფაქტის გამო შეკრებილი მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაკავების ფაქტს. აქციის მონაწილეთა დაკავებით ხელისუფლებამ გამოავლინა და ცხადი გახადა თავისი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება მომხდარი ფაქტის მიმართ, რასაც თან დაურთო მშვიდობიანი აქციის 3 მონაწილის დაკავება“,-ნათქვამია „რესპუბლიკური პარტიის“ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)