07:36 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-09 20:25:11, 2408 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი გახარია ტყიბულში გაემგზავრა

მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ტყიბულში გაემგზავრა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს.

უწყების მიერ გავრცელებული პირველადი ინფორმაციით, ტყიბულის შახტაში მიმდინარეობდა მაღაროში მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი, რა დროსაც მოწყობილობა მოწყდა და მოხდა უბედური შემთხვევა.

მინდელის მაღაროში უბედური შემთხვევის შედეგად სავარაუდოდ, 4 ადამიანი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოების  წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics