|
2017-05-09 12:24:53, 2097 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვოლსკი: „ღამის მგლების“ მიმართ შიშის თუ საფრთხის ჩამოყალიბება - ტურები არიან თუ მგლები - ჩვენ არ გვეკადრება
"ღამის მგლების" მიმართ შიშის თუ საფრთხის ჩამოყალიბება - ტურები არიან თუ ღამის მგლები - არ გვეკადრება და ყველაფერს უნდა ღირსეულად შევხვდეთ", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ, რუსი ბაიკერების საქართველოში ვიზიტის კომენტირებისას განუცხადა. დეპუტატი ე.წ. ღამის მგლების ქმედებას პროვოკაციულად აფასებს. "ვფიქრობ, მთელი საქართველოს საზოგადოება არის უკმაყოფილო იმით, რომ საქართველოში ჩამოსულ ტურისტს ინფორმაცია გააჩნია იმის შესახებ, რომ მათი მოქმედებები პროვოკაციულია, გარკვეულ დაძაბულობას და დაპირისპირებას იწვევს და მაინც არ ეპუებიან განწყობას მასპინძელი ქვეყნის. მაგრამ "ღამის მგლების" მიმართ შიშის თუ საფრთხის ჩამოყალიბება - ტურები არიან თუ ღამის მგლები - ჩვენ არ გვეკადრება და ყველაფერს უნდა ღირსეულად შევხვდეთ",- განაცხადა ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)