|
2017-05-09 11:42:51, 2061 ნახვა
პოლიტიკა
იზორია: აშშ-სთან ერთად ძალიან ამბიციურ, საქართველოს თავდაცვის პროგრამას ვიწყებთ
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტს გამოეხმაურა. როგორც იზორიამ აღნიშნა, ეს იყო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით. „კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ჩვენ ვართ მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოკავშირეები. მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად შეგვაქვს წვლილი გლობალური უსაფრთხოების საქმეში. ასევე, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვიწყებთ ძალიან ამბიციურ პროგრამას- საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად. წელს გავხსნით ვაზიანში საბრძოლო მომზადების ცენტრს, რომელსაც ერთობლივად ავაშენებთ და რომლის ანალოგი არსებობს გერმანიაში, ამერიკის სამხედრო ბაზის ფარგლებში, თუმცა ჩვენი ურთიერთობა ემსახურება ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და სტრატეგიული პარტნიორები აღიარებენ, რომ ჩვენ რეგიონში მოწინავე ვართ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)