01:23 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-09 11:04:29, 1972 ნახვა

პოლიტიკა
მაიკ პენსიმ საქართველოს პრემიერს 872 ქართველისთვის, რომელიც ავღანეთში იბრძვის,მადლობა გადაუხადა

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსიმ, საქართელოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილმს 872 ქართველისთვის, რომელიც ნატო-სთან ერთად ავღანეთში იბრძვის მადლობა გადაუხადა.

ამის შესახებ ვიცე-პრეზიდენტი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ამასთან, პენსის თქმით, დონალდ ტრამპი, მათ შეხვედრას შეუერთდა, რათა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მისალმებოდა და საქართველოსთვის აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოეცხადა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. პრემიერ-მინისტრი ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანდ რექს ტილერსონს და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ხვდება.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა დაგეგმილი არ იყო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
პუტინმა გერმანელ მფლობელებს „მეტროს“ ჰიპერმარკეტების ქსელი ჩამოართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics