07:37 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-08 18:20:04, 2418 ნახვა

ეკონომიკა
ქართული პროდუქცია ჰონგ-კონგის საერთაშორისო გამოფენაზე „HOFEX 2017” წარდგება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ჰონგ-კონგის  საერთაშორისო გამოფენაზე „HOFEX 2017” ქართული პროდუქცია  პირველად გამოიფინება.

8 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით, 8 ქართული კომპანია, ეროვნულ ნაწარმს ჩინეთში სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაზე HOFEX 2017 წარადგენს.

HOFEX 2017 აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი და წამყვანი გამოფენაა, რომელიც ბოლო 30 წლის მანძილზე სასმელი და საკვები პროდუქციის ინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან აერთიანებს.

გამოფენას 38 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს, ხოლო მონაწილე კომპანიების რაოდენობა 2 500-ს აჭარბებს.  

ქართული სტენდის ქვეშ გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას წარადგენენ შემდეგი კომპანიები:  შპს „ქართული დაფნა“(დაფნისა და სუნელების წარმოება),  შპს „ვოთერ ლენდი,“  (ბრენდირებული ქართული წყაროს წყლისა და ადგილობრივად დამზადებული ლიმონათის წარმოება), შპს „ფალავანი“(ღვინის წარმოება),  შპს „არომაპროდუქტი" და შპს „გსკ ქულა“ (საერთაშორისო ბაზარზე წვენების, სოუსებისა და ჯემების წარმოების ინდუსტრიაში იმკვიდრებენ მნიშვნელოვან ადგილს),  შპს „ნატექსი“ და შპს „ჯეორჯიან პროდაქტ რენესანსი“ (კომპანიები თხილის წარმოებით და გადამუშავებით არიან დაკავებულები) და შპს „ბბ კომპანი“ (საქართველოში გადამუშავებულ არომატულ ყავას წარუდგენს ფართო საზოგადოებას ჰონგ-კონგში).

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს  ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ამასთანავე, სათანადო პლატფორმას ქმნის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების კუთხით. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics