|
2017-05-08 16:50:10, 2237 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გია ხუხაშვილი იური ლუჟკოვის ვიზიტზე: ცუდი არ იქნება, რომ ვინმე დაისაჯოს
ექსპერტის პოლიტიკურ საკითხებში, გია ხუხაშვილის განცხადებით, მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტი, სამართალდამცავი სისტემის გაუმართავი მუშაობის ბრალია. როგორც ხუხაშვილმა "ექსპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, იური ლუჟკოვი შესაბამის რეესტრში უნდა დაფიქსირებულიყო, როგორც "ოკუპაციის შესახებ კანონის" დამრღვევი. "თუ ჟურნალისტებისთვის, ასე ადვილად მოსაძებნი იყო იური ლუჟკოვის კანონდარღვევები, სამართალდამცავ სისტემას რატომ არ ჰქონდა ეს დაფიქსირებული?! არ მგონია, რომ ეს არის შეგნებული დარღევა. ვფიქრობ, რომ ეს უფრო შესაბამისი სტრუქტურების გაუმართავი მუშაობის შედეგია, რაზეც ჩემი აზრით, ცუდი არ იქნება, რომ ვინმე დაისაჯოს. ყურადღებას აქ მივაქცევდი იმას, რომ ეს არ არის, როგორც ჩანს მხოლოდ მოქმედი ხელისუფლების პრობლემა. თუ ლუჟკოვი იმ წლებში არღვევდა ოკუპაციის შეახებ კანონს, მაშინ ჯერ კიდევ სააკაშვილის პერიოდში უნდა ყოფილიყო შესაბამის რეესტრში შეტანილი. დღევანდელ ხელისუფლებასთან ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს პრეტენზიები, მაგრამ წინა ხელისუფლება რას აკეთებდა?! მათ რატომ არ ჰქონდათ დაფიქსირებული ამ ადამიანის მიერ კანონის დარღვევა?! მათ, რომ დაეფიქსირებინათ, ის რეესტრში მოხვდებოდა და შესაბამისად საზღვრის გადაკვეთის დროს აანთებდა წითელს", - განაცხადა ხუხაშვილმა. კითხვაზე - როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება აღნიშნულ ვითარებაში, ექპერტმა დასძინა, რომ თუ ოკუპაციის შესახებ კანონი დაირღვა, ის უნდა აღსრულდეს. "თუ კანონი არსებობს, ის უნდა აღსრულდეს. ცალკე საკითხია ის, რომ ვიღაცას ამ კანონის რევიზირების მოხდენა შეუძლია. სანამ კანონი ქვეყანაში მოქმედებს, ის უნდა სრულდებოდეს. კანონის გვერდის ავლა არავის ეპატიება", - განაცხადა გია ხუხაშვილმა. შეგახსენებთ, მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი, რომელმაც ოკუპაციის შესახებ კანონი არაერთხელ დაარღვია, საქართველოში იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)