|
2017-05-08 13:15:52, 2053 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კანდელაკი: იური ლუჟკოვის საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე შემოშვება დანაშაულია
„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო“ მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსგან განმარტებას ითხოვს. როგორც პარტიის წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, ლუჟკოვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების ფაქტი დანაშაულია. „ბატონი ლუჟკოვი წლების განმავლობაში ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მოყოლებული იყო ერთ-ერთი აქტიური მედროშე აფხაზეთის ეგრეთწოდებული დამოუკიდებლობისა, ერთ-ერთი აქტიური მედროშე იმისა რომ იქ არასდროს დაბრუნდნენ ჩვენი დევნილები და არ აღიდგინონ საკუთარი საკუთრების უფლებები. იგი არ სცემს პატივს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. მას კერძო საკუთრებაც გააჩნია აფხაზეთში. იგი არაერთხელ არის ნამყოფი ოკუპირებულ ტერიტორიაზე და თავისთავად მისი საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე შემოშვების ფაქტი არის დანაშაული, იმიტომ რომ არის დარღვევა ჩვენი კანონისა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და მოუწოდებთ შინაგან საქმეთა მინისტრს რომ გააკეთოს განმარტება იმასთან დაკავშირებით ვინ მიიღო ამ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ კანონის დარღვევის გადაწყვეტილება და ვინც მიიღო ეს გადაწყვეტილება უნდა დატოვოს თანამდებობა და აგოს პასუხი“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა. შეგახსენებთ, მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი, რომელმაც ოკუპაციის შესახებ კანონი არაერთხელ დაარღვია, საქართველოში იმყოფება. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს განცხადება შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა გააკეთა. მან აღნიშნა, რომ მოსკოვის ექს-მერი საქართველოში ლეგალური საბუთებით შემოვიდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)