|
2017-05-05 14:54:25, 1964 ნახვა
პოლიტიკა
იოჰანეს ჰანმა ევროპული სტანდარტების დამკვიდრების მიმართულებით მთავრობის ძალისხმევა დადებითად შეაფასა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისართან იოჰანეს ჰანს შეხვდა. საგარე უწყების ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და პრიორიტეტები. ევროკომისარმა კიდევ ერთხელ მიულოცა ქართულ მხარეს უვიზო რეჟიმის შემოღება, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები უკვე წარმატებით სარგებლობენ. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროკაშირთან დაახლოების პროცესში შემდგომი ხელშესახები შედეგების მიღწევის აუცილებლობას. ევროკომისარმა დადებითად შეაფასა მთავრობის ძალისხმევა ევროპული სტანდარტებისა და ნორმების დამკვიდრების მიმართულებით, ასოცირების შეთანხმების თანახმად. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ა.წ. 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგით მეხუთე სამიტისთვის მზადების საკითხს. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სამიტის მოლოდინებთან დაკავშირებით. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტი იქნება მომავალზე ორიენტირებული და დასახავს ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდეგომ პერსპექტივებსა და ინიციატივებს. ამ კონტექსტში, განხილულ იქნა სამომავლო ნაბიჯები, მათ შორის საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის ევროპული სკოლის დაარსების თემა, რომელიც ხელს შეუწყობს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ექვსივე ქვეყნისთვის კვალიფიციური, პროფესიული კადრების მომზადებას ევროპული ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების გზით.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)