19:58 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 14:40:39, 2367 ნახვა

ეკონომიკა საზოგადოება
6-7 მაისს, „თიბისი ბანკის“ სერვისები შეფერხებით იმუშავებენ - საბოლოო რებრენდინგი 20 მაისამდე დასრულდება

"თიბისი ბანკის"გენერალური დირექტორის მოადგილის, ვანო ბალიაშვილის ინფორმაციით,  შაბათ კვირას დაგეგმილია ძალიან რთული ტექნოლოგიური გაერთიანება, რაც 2 ბანკის ტექნოლოგიური სისტემების გაერთიანებას გულისხმობს.

" შესაბამისად, იძულებელუ გავხდით დაგვეწესებინა გარკვეული შეზღუდვები. "რესპუბლიკა ბანკის" კლიენტებისთვის, ფილიალები იმუშავებენ დღეს, დღის ბოლომდე ანუ 18:00 საათამდე. თუმცა 16:00 საათის შემდეგ, არ იქნება შესაძლებელი ბანკის გარეთ, გადარიცხვების შესრულება. რაც შეეხება ბარატებს, ისინი იმუშავებენ დღეს 23:00 საათამდე, შემდეგ კი გაითიშება. შესაბამისად, ორშაბათის დილიდან, უკვე ხელმისაწვდომი იქნება "თიბისი ბანკის" ანგარიშებზე წვდომა, როგორც ბარათებით ასევე, ფილიალებით. რაც შეეხება, "თიბისი ბანკის" კლიენტებს, მათთვის იმუშავებს, ყველა სერვისი, არ იმუშავებენ უბრალოდ ფილიალები და ონლაინ-ბანკი. ამასთან, "თიბისი ბანკს" ამ ეტაპისთვის აქვს 167 ფილიალი, რაც "ბანკი რესპუბლიკის" შესყიდვის მიუხედავად საკმარისია გარისხიანი მომსახურებისთვის", - განაცხადა ვანო ბალიაშვილმა.

რაც შეეხება "რესპუბლიკა ბანკის" თანამშრომლებს, ვანო ბალიაშვილის თქმით, ისინი "თიბისი ბანკის" თანამშრომლები გახდებიან.

"იყო მცირედი შემცირებები. ეს იყო მხოლოდ ბექ-ოფისებში. გლობალური შემცირება არ ყოფილა", - დასძინა ვანო.

ბალიშვილის თქმით, საბოლოო რებრენდინგი 20 მაისამდე დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუტე ყირიმის ხიდზე თავდასხმაზე: უკრაინას შეუძლია დაიცვას თავი და თავს დაესხას რუსულ ლოგისტიკას
პუტინი სამიტზე ტრამპთან და სი ძინპინთან ბირთვული ბომბდამშენების თანხლებით ჩაფრინდა
IPI: ვგმობთ გურამ როგავას სასამართლო პროცესიდან ჩამოშორებას
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics