|
2017-05-05 13:45:20, 1796 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე ევროპის ფონდის და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მეურვეთა საბჭოს წევრებს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ევროპის ფონდის და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მეურვეთა საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დოლიძემ აღნიშნა, ევროპის ფონდი მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა მაღალკვალიფიციური ექსპერტებით. „ევროპის ფონდი არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელიც მაღალკვალიფიციური ექსპერტებისგან შედგება. ისინი ეხმარებიან საქართველოს ტექნიკური კონსულტაციების გაწევაში და მომზადებაში, რომელიც კვალიფიკაციის ამაღლებას უწყობს ხელს, ასევე რა თქმა უნდა ექსპერტულ დახმარებას გვიწევს ძალიან ბევრი მიმართულებით. მადლობა მინდა მათ გადავუხადო. მათთან თანამშრომლობა, პრობლემის იდენტიფიკაცია, ასოცირების შესახებ შეთანხმების მომავალი უკეთესი იმპლემენტაციის თვალსაზრისით და თან სამოქალაქო სექტორთან ერთად ეს სიახლოვე , რა თქმა უნდა ყოველთვის გვადგება და ამიტომაც მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მათთან კონტაქტში ვიყო“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. მეურვეთა საბჭოს ვიზიტის დროს დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, არსებულ და პოტენციურ დონორებთან. შეხვედრის მიზანი პროგრამებისა და პრიორიტეტების გაცნობა და რეგიონში არსებული პოლიტიკური თუ ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება იყო, რაც დაეხმარება საბჭოს წევრებს უკეთ გაანალიზონ არსებული გამოწვევები და საჭიროებები სამომავლო სტრატეგიის დასაგეგმად. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)