|
2017-05-04 13:45:38, 1853 ნახვა
ეკონომიკა
თბილისი მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის მე-5 სეზონს მასპინძლობს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 4-დან 8 მაისის ჩათვლით თბილისში „Mercedes-Benz Fashion week“ გაიმართება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში «MOMA” 2017 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციებს 42 ქართველი და უცხოელი დიზაინერი წარმოადგენს. როგორც წინა სეზონზე, ამჯერადაც „Mercedes-Benz Fashion week“-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია სსიპ „აწარმოე საქართველოში“, რომლის დახმარებით საქართველოს გავლენიანი და მსოფლიოში ცნობილი მყიდველები (ე.წ ბაიერები) ესტუმრებიან ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა: LA RINASCENTE, SV Moscow, Bold Concept Store, Lambert & Associates, Bold Concept Store, LONDON, RIJOUX, KUZNETSKY MOST, f-people Concept Store, SAUVAGE GROUP, Bosco Di Cilegi / Moscow და ა.შ აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი კვირეული გამოირჩევა ექსპოზიციებისა და შოუების განსაკუთრებული მრვალფეროვნებით. განსხვავებული განათება, გახმოვანება, ინსტალაციები, მუსიკა და სივრცე დიზაინერებს საშუალებას მისცემს წარმოაჩინონ მოდა, როგორც ხელოვნება და დააფიქრონ საზოგადოება, სად გადის ზღვარი ხელოვნებასა და მოდის დიზაინს შორის. ჩვენებების და გამოფენების უმრავლესობას თანამდროვე ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს. რამდენიმე დიზაინერმა საკუთარი კოლექციის წარმოსადგენად განსხვავებული სივრცე აირჩია: რუსთაველის და სამეფო უბნის თეატრები, მწერალთა სახლი, სახელმწიფო უნივერსიტეტი, აბრეშუმის მუზეუმი, სასტუმროები "ROOMS", „თბილისი მერიოტი”, გუდიაშვილის სკვერი და ფუნიკულიორი. მთელი მსოფლიოდან თბილისში თავმოყრილ მოდის კრიტიკოსებს და ბაიერებს თავის კოლექციას, სპეციალური სტუმრის სტატუსით «Mercedes-Benz Fashion week Madrid»-ის გაცვლითი პროგრამის რჩეული, ესპანელი დიზაინერი ხუან კარლოს პაჰარესი წარუდგენს. მოდის კვირეულის დასრულების შემდეგ თბილისშიც დასახელდება ის დიზიანერი, რომელიც მონაწილეობას ასეთივე გაცვლითი პროგრამით სხვა ქვეყნის მოდის კვირეულში მიიღებს. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით საქართველოში გამართულ მოდის კვირეულებს უცხოელი მყიდველები მუდმივად სტუმრობენ, რაც შემოქმედებითი ინდუსტრიის ფარგლებში, ხელს უწყობს ქართველი დიზაინერებისა და მათი პროდუქციის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციას. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ის ფაქტი, რომ ქართველი დიზაინერების პროდუქცია უკვე იყიდება ისეთ ტრენდულ და მოდის სამყაროში ცნობილ ვებგვერდებზე, როგორებიცაა Farfetch და Modaoprandi. რამდენიმე წარმატებული მოდის კვირეულის შემდეგ თბილისი მსოფლიო მოდის დედაქალაქების სიას შეუერთდა და Mercedes-Benz Fashion week-ის მსოფლიო კალენდარშიც შევიდა. წინა სეზონზე გამართულ მოდის ჩვენებებს 300-ზე მეტი პუბლიკაცია და რეპორტაჟი მოჰყვა. მოდის კრიტიკოსებმა თბილისს აღმოსავლეთ ევროპის მოდის დედაქალაქი უწოდეს და ნიჭიერი დიზაინერების გასაცნობად თბილისისკენ ბილეთის ყიდვა ურჩიეს. Elle, Vogue, Grazia , Harper’s Bazaar, Online Forbes, Marie Claire ჟურნალისტები, ფოტოგრაფები, ბლოგერები და რედაქტორები სულ მალე ისევ საქართველოს დედაქალაქში მოიყრიან თავს. (NS)
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)