|
2017-05-04 12:44:44, 853 ნახვა
სამხედრო
ქართველმა სამხედროებმა აშშ-ის ბაზაზე ინსპექცია ჩაატარეს
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველოს ჯგუფმა გერმანიაში აშშ-ის არმიის ბაზა „მანჰაიმზე" ინსპექცია ჩაატარა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ" ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა. ქართველ სამხედრო ინსპექტორთა ათკაციანმა ჯგუფმა, რომელშიც ვერიფიკაციის სამმართველოს წარმომადგენლების გარდა, აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებითაა დაკომპლექტებული, აშშ-ის არმიის ბაზაზე სხვადასხვა ტიპის შეიარაღება და ტექნიკა აღრიცხეს. ქართველმა სამხედრო ინსპექტორებმა ქვედანაყოფის განთავსების გეგმა შეამოწმეს და მონაწილეობა საწვრთნელ-სავერიფიკაციო ღონისძიებაში მიიღეს, რომელიც ევროპაში აშშ-ის საფრთხეების შემცირების სააგენტოსა და ბუნდესვერის სავერიფიკაციო ცენტრს შორის არსებული ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განხორციელდა. დაგეგმილი საინსპექციო ღონისძიება მიზნად ქართველი სამხედრო ინსპექტორების მხრიდან ამერიკელი და გერმანელი პარტნიორებისთვის მსგავსი სავერიფიკაციო ღონისძიებების ჩატარების დროს თანხლების და ინსპექტირების საკითხებში გამოცდილების გაზიარებასაც ისახავდა. საქართველო „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ" ხელშეკრულებას 1992 წლიდან შეუერთდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველოს სამხედრო ინსპექტორები ანალოგიურ ღონისძიებას სხვადასხვა სამხედრო ბაზაზე ხშირად ახორციელებენ.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)