|
2017-05-03 13:50:42, 2181 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე კონგრესმენების მიმართვაზე: ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს აშშ-საქართველოს მჭიდრო სტრატეგიულ ურთიერთობას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ს კონგრესმენების დონალდ ტრამპისადმი მიმართვას გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს ძალიან მჭიდრო სტრატეგიულ ურთიერთობას, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს აკავშირებს. პარლამენტის სპიკერის განმარტებით, აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნაა. მან იმედი გამოთქვა, სტრატეგიული ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. „როგორც მოგეხსენებათ, 30-მა კონგრესმენმა მიმართა აშშ-ს პრეზიდენტს, რითაც გამოხატა ძალიან მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისადმი. წერილში ხაზგასმულია მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას. ხაზგასმულია ის დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც ამ წელების განმავლობაში ტარდება ჩვენს ქვეყანაში და საქართველო მოხსენიებულია როგორც აშშ-ს მტკიცე და სანდო პარტნიორი. ხაზგასმულია ასევე ჩვენი ქვეყნის როლი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ნატო-სთან დაკავშირებით არის მკაფიო ჩანაწერი. მოუწოდებენ კონგრესმენები პრეზიდენტ ტრამპს, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ სახელშეკრულებო ორგანიზაციაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩანაწერი, სადაც საუბარია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების თაობაზე“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, ამერიკელმა კონგრესმენებმა დონალდ ტრამპს საქართველოს მხარდამჭერი წერილით მიმართეს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)