|
2017-05-03 11:35:59, 2415 ნახვა
კომენტარი
შს მინისტრის მოადგილე: არსებობდა რამდენიმე საფუძველი, რის გამოც ქვეყანაში „ღამის მგლები“ არ შემოუშვეს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, რუსული ბაიკერ-კლუბის "ღამის მგლების" წევრებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის მიზეზი ქვეყნის კანონმდებლობაა. როგორც ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბაიკერების შემოსვლას საქართველოში უცხოელთა შემოსვლის კანონი არეგულირებს. „ჩვენი პოზიცია „ღამის მგლებთან“ დაკავშირებით გუშინ იყო ცნობილი. მოგეხსენებათ, არსებობს კანონი, რომელიც არეგულირებს საქართველოში უცხოელთა შემოსვლას, გასვლას და მათ აქ ყოფნას. არსებობდა რამდენიმე საფუძველი, რის გამოც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ხუციშვილმა. რაც შეეხება არ შეშვების კონკრეტულ მიზეზს, ხუციშვილის განმარტებით, მესაზღვრეს აქვს დისკრეციული უფლება, მგზავრობის მიზანი და სხვა ინფორმაცია გამოიკითხოს. „სწორედ ამ ნორმაზე დაყრდნობით მოხდა გადაწყვეტილების მიღება“, - დასძინა შს მინისტრის მოადგილემ. შეგახსენებთ, რუსი ბაიკერების საქართველოში შესაძლო ვიზიტს საზოგადოების ნაწილის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. სოციალურ ქსელში შესაბამისი პეტიციაც გავრცელდა, სახელწოდებით - „არ შემოვუშვათ კრემლის მოტოციკლისტები საქართველოში“.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)