11:45 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-01 17:17:17, 782 ნახვა

რეგიონი
ზაალ მიქელაძემ უმაღლეს საბჭოს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუდგინა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე, სამინისტროს 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარადგინა.

2016 წელს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტი 14 მილიონზე მეტ ლარს შეადგენდა. გასულ წელს უწყების ფინანსური დოკუმენტი 99%-ით შესრულდა. სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო დაწესებულებების სერვისებით 57 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა.

კერძოდ, გულის ქირურგიის პროგრამით ისარგებლა 523 პაციენტმა, ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამით 1845-მა, მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევებით 1878-მა, სახსრების ენდოპროთეზირება დაუფინანსდა 75 პაციენტს, ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობა 1045 პაციენტს, ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის თანადაფინანსება განხორციელდა 332 პაციენტის შემთხვევაში. შშმ ბავშვთა სოციალური ადაპტაციის კურსის გასავლელად გაიცა 32 ვაუჩერი , ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაცია დაუფინანსდა 531 პაციენტს, გაიცა 2972 ვაუჩერი, სმენის აპარატები გადაეცა 474 ბენეფიციარს, სავარძელ-ეტლები 230 შშმ პირსა და ხანდაზმულს, რეაბილიტაციის კურსი ჩაუტარდა სქოლიოზით დაავადებულ 556 ბავშვს.

გასულ წელს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სერვისებით ისარგებლა 49 692-მა ბენეფიციარმა. სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსებით, საცხოვრბელი სახლი შეესყიდა 96 ეკომიგრანტ ოჯახს. მაღალი გამავლობის 9 ავტომანქანა გადაეცა ხელვაჩაურისა და ქობულეთის პირველად ჯანდაცვის ცენტრებს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics