00:35 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-09 19:03:05, 434 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: უჩა მამაცაშვილს არაფერი არ აუღია

საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილის მტკიცებით უჩა მამაცაშვილს ლარად ქონება არ მიუღია.
ამის შესახებ ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშრებით განაცხადა, რომლის თანახმად უჩა მამაცაშვილმა და თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა მიწა 1 ლარად შეიძინეს.
მისივე თქმით, უჩა მამაცაშვილისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე კი, მან  „ნაციონალურმა მოძრაობა“და „რუსთავი 2“ დაადანაშაულა.
„უჩა მამაცაშვილს არ აუღია არაფერი, ეს სიცრუეა. რაღაც ორგანიზაციამ რაღაც წესით კანონის დაცვით მართლაც შეიძინა სათბურებისთვის  მიწა.  მათ ფრანგი პარტნიორები ჰყავთ  და  ფრანგებიც გაუნაწყენდნენ ბაჩიაშვილს. მე მართლაც არ მქონდა უფლება და შეიძლება გადავაჭარბე, როდესაც ეს გავიგე. მათ ჰქონდათ უფლება, კანონი დაიცვეს, რაღაც შეღავათები გააკეთეს, მაგრამ ჩემთვის ეს იყო სასაცილო.  რა თქმა უნდა ძალიან არ მომეწონა ის, რაღაც კაპიკებს გამოეკიდნენ  და ბაჩიაშვილს შენიშვნა მივეცი, თუმცა, მან ჩემთან თავი დაიცვა და საკმაოდ ჩაჭიდებული საუბარიც გვქონდა. „რუსთავი 2“ სიცრუის ტირაჟურებას ახდენს, ჯობია, ინფორმაცია გადაამოწმოთ.  არავითარი კანონდარღვევა უჩა მამაცაშვილს არ ჰქონია, პირიქით, მაქსიმალურად ცდილობს, რომ ბიზნესს არავინ შეეხოს და ერთადერთი  ჭორები მოაქვს ჩემთან, თუ რამე გაიგო და მეც ძალიან ვბრთხილობ, რომ ბიზნესი არავინ დააზარალოს“, – აღნიშნა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics