05:48 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-28 17:41:51, 2187 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
გახარიამ სტაციონარული საბაგიროების დამონტაჟებისთვის საკუთრების ჩამორთმევის ინიციატივაზე განმარტება გააკეთა

„სტაციონარული საბაგიროების დამონტაჟებისთვის საკუთრების ჩამორთმევის ინიციატივაში საუბარია საბაგიროებზე, რომელიც სამთო კურორტებს მოემსახურება“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ განმარტება გააკეთა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, კერძოდ, სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საკუთრების ჩამორთმევის ინიციატივაზე.

მინისტრის ინფორმაციით,  საუბარი შეეხება იმ საბაგიროებს, რომლებიც სამთო კურორტებს უნდა მოემსახუროს.

გიორგი გახარიამ სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საკუთრების ჩამორთმევის ინიციატივის შესახებ განმარტება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადების კომენტირებისას გააკეთა - საიას ვარაუდით, აღნიშნული ინიაციატივა „პანორამა თბილისის“ პროექტს უკავშირდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დეტალურად ახსნა კანონპროექტის მიზანი და საჭიროება - „არასამთავრობო ორგანიზაციებს და საიას  შეუძლიათ ეს პირადად ჩვენთან დააკავშირონ. ეს იყო პირადად ჩვენი ინიციატივა იქიდან გამომდინარე, რომ, როგორც იცით, სახელმწიფო კონცენტრირებულად ძალიან დიდ ინვესტიციებს ახორციელებს სამთო კურორტების განვითარებაში, სადაც ამ ინსტრუმენტს  დიდი მნიშვნელობა აქვს“.

გიორგი გახარიას განცხადებით, საუბარია უბრალოდ იმ საბაგიროებზე, რომლებიც  სამთო კურორტებს უნდა მოემსახუროს „საუბარია იმაზე, რომ ბიუჯეტში წელს ათობით მილიონია ჩადებული, მომავალ წელს იმისთვის, რომ სამთო კურორტები განვითარდეს. მესტიაში, გუდაურში, გოდერძიზე, ბაკურიანში - ყველგან კეთდება ახალი, თანამედროვე სამთო-საბაგირო ხაზები. ამისთვის არის ეს გაკეთებული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics