|
2017-04-28 16:23:32, 1015 ნახვა
რეგიონი
376 ოჯახს ბათუმში ბინა საკუთრებაში გადაეცემა
ბათუმში, ტაბიძის ქუჩა 7/9-ში ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბინათმშენებლობის ამხანაგობა „წაბლანა 2015“- ს, რომლის წევრი სოფელ წაბლანაში მცხოვრები სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 208 ოჯახია, აჭარის მთავრობამ ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე 5001 კვ.მ მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის საჭირო 1 550 000 ლარი გადასცა. სამშენებლო სამუშაოებს ამ ეტაპზე „ გ2 ბილდინგი“ აწარმოებს. ორი საცხოვრებელი ბინა 16-16 სართულიანი იქნება. ამ ეტაპზე 6-6 სართული უკვე აშენებულია. საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე გაეცნენ. საცხოვრებელ სახლში დაახლოებით 456 ბინა მოეწყობა, რომელიც წაბლანაში მცხოვრებ 212 ეკომიგრანტ და 164 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა. სახლის მშენებლობა ასევე შპს "აჭარისწყალი ჯორჯიამ" 1775 960 ლარით დააფინანსა. მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და ის 2018 წლის ზაფხულზე დასრულდება.
(NS)
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)