|
2017-04-28 14:26:41, 970 ნახვა
სამხედრო
სამხედრო ატაშეები სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სამხედრო ქვედანაყოფებს ესტუმრნენ
საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სამხედრო ქვედანაყოფებს ესტუმრნენ. მათთან ერთად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღმოსავლეთში დისლოცირებულ ქვედანაყოფებში სტუმრობამდე, დიპლომატებს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ, სამსახურების უფროსებთან ერთად, სარდლობის შტაბში უმასპინძლა. პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ თავდაცვის ატაშეებს აღმოსავლეთ სარდლობის ისტორიის, სტრუქტურის, დაქვემდებარებაში მყოფი ქვედანაყოფების ამოცანებისა და გამოწვევების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. საუბარი ქვედანაყოფების საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასა (GDRP) და მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი“ მონაწილეობის საკითხებს შეეხო. დიპლომატებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებიც მიიღეს. აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების გაცნობა დიპლომატებმა I ქვეით ბრიგადაში სტუმრობით დაიწყეს. სამდღიანი ტურის ფარგლებში, ისინი I საარტილერიო და IV მექანიზირებულ ბრიგადებში, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრსა (JTEC) და სხვა სამხედრო ქვედანაყოფებში იმყოფებოდნენ. სამხედრო ბრიგადების ხელმძღვანელებმა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს ქვედანაყოფების სტრუქტურებისა და ამოცანების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს. სტუმრებმა სამხედრო ბაზებზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და დასრულებული, ასევე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ტურის ფარგლებში სამხედრო ატაშეები IV მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ინფო 2017“-ის მიმდინარეობასაც გაეცნენ და უწყებათშორისი სწავლების შესახებ სპეციალური პრეზენტაცია მოისმინეს. აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებში სტუმრობა საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეთა ასოციაციის წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელდა. სამხედრო ატაშეების ასოციაცია საქართველოში აკრედიტებულ და არარეზიდენტ 35 დიპლომატებს აერთიანებს. თავდაცვის ატაშეების გაერთიანების მიზანია, პირველწყაროებიდან მიიღოს ინფორმაცია და საქართველოს უსაფრთხოების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ საკუთარი ქვეყნის სამხედრო უწყების ხელმძღვანელობას გადამოწმებული და სარწმუნო ინფორმაცია მიაწოდოს. სამხედრო ატაშეები საქართველოს სამხედრო უწყებასთან, ორმხრივი სამხედრო გეგმის ფარგლებში თანამშრომლობენ.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)