|
2015-04-09 18:00:51, 500 ნახვა
საზოგადოება
განათლების სამინისტროში და სკოლებში პრორუსული ორგანიზაციის მიერ გაკვეთილების ჩატარებას უარყოფენ
განათლების სამინისტროში, ქართულ სკოლებში პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ღია გაკვეთილის ჩატარებას კატეგორიულად უარყოფენ . როგორც განათლების და მეცნიერების სამინისტროში "ექსპრესნიუსს" განუცხადეს, აღნიშნულ ღონისძიებაზე უწყებას ინფორმაცი არ აქვს. ამასთან როგორც „ექსპრესნიუსს“ სკოლა „დეას“ დირექტორმა ვერა გურულაშვილმა უთხრა, რომ, „რუსი ახალგაზრდების საქართველოს კავშირის“ წარმოამდგენლები სკოლაში მივიდნენ და ღია გაკვეთილის ჩატარება მოითხოვეს. „დაახლოებით ერთი კვირის წინ, სკოლაში „რუსი ახალგაზრდების საქართველოს კავშირის“ წარმოამდგენლები მოვიდნენ და ღია გაკვეთილის ჩატარება შემოგვთავაზეს. თუმცა, მოსწავლეებმა რუსული ენა სრულყოფილად არ იციან და ჩატარებულ გაკვეთილს ვერ გაიგებდნენ. ორგანიზაცია ჩვენ არ მოგვიწვევია,“ - აცხადებს ვერა გურულაშვილი. მისივე თქმით, „რუსი ახალგაზრდების საქართველოს კავშირი“ მსგავს გაკვეთილებს ატარებს თბილისის რიგ სკოლებში, თუმცა, კონკრეტულ სასწავლებლებს ვერ ასახელებს.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)