|
2015-04-09 16:46:31, 619 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი: ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთ მადლს მიანიჭებს
დღეს ვნების კვირის დიდი ხუთშაბათია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში წირვა ჩაატარა. შესრულდა ფეხთბანვის წესიც. სახარების მიხედვით, იესო ქრისტემ ფეხი დაბანა 12-ივე მოციქულს და ამით მათ თავმდაბლობის მაგალითი უჩვენა. პატრიარქიც 12 მღვდელს თავმდაბლობის ნიშნასდ ფეხს ბანს. "აღსრულდა ის, რაც უნდა აღსრულებულიყო, რომელზეც წინასწარმეტყველებდნენ წმინდანი წინასწარმეტყველნი.უფალი ჩვენი იესო ქრისტე აზიარებს თავის მოციქულებს და ფეხთბანს. ამით უჩვენებს სიმდაბლეს უკეთუ მე უფალი და თქვენი დაგბანეთ ფეხნი, ქვენც ასე უყოფდით ერთმანეთს",-ნათქვამია ბიბლიაში. "ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთა მიანიჭებს მადლსა. მაცხოვარი ჩვენი გვიჩვენებს ამ მაგალითს. ღმერთმა მოგანიჭოთ მადლი სულისა წმინდისა. ღმერთმა მოგვანიჭოს თავმდაბლობა და მორჩილება, ღმერთმა მოგვანიჭიოს ისეთი ცხოვრება, რომელიც სათნო იქნება ღთვისთვის ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო",-ბრძანა პატრიარქმა.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)