|
2015-04-09 16:09:36, 636 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის გამგეობამ 5 სოციალურად დაუცველ ოჯახს სიმბოლური თანხა გადასცა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გიზო სართანიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა მაია ჩიტაიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორმა მადონა მაქაცარიამ, დღეს ჭითაწყარში, ინგირში, დარჩელში, კოკსა და ჯიხაშკარში მცხოვრებ 5 სოციალურად დაუცველ ოჯახს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საჩუქრად სიმბოლური თანხა გადასცა. როგორც „ექსპრესნიუსს“ გამგეობიდან აცნობეს, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გადასაცემი სააღდგომო სიმბოლური თანხა მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის თითოეულმა თანამშრომელმა გაიღო. მუნიციპალიტეტის გამგეობამ სააღდგომო ქველმოქმედების სახით ერთჯერადი ფულადი დახმარება ფოთის მკვიდრ ზურაბ ფურტუნსაც გაუწია. გამგეობის საქველმოქმედო აქცია პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და წელიწადში რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახს მინიმალურ დახმარებას გაუწევს.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)