|
2017-04-27 11:00:57, 2220 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით 9 ათასი პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს
თურქეთის პოლიციამ 9 ათასი თანამშრომელი მუსლიმ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით სამსახურიდან გაათავისუფლა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც პოლიციაში აცხადებენ, შესაბამისი გადაწყვეტილება ნაციონალური უსაფრთხოების ინტერების დაცვიდან გამომდინარე მიიღეს. ცნობისთვის, გუშინ თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 1000-ზე მეტი სამარტალდამცველი დააკავეს. რეიდი 72 რაიონში ჩატარდა და ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ოპერაცია იყო. უწყებაში აცხადებნენ, რომ რეიდი ფარული აგენტების დაკავებაზე იყო გათვლილი, რომლებსაც "ფარულ იმამებს" ეძახიან. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა, რის შედეგადაც 249 ადამიანი დაიღუპა, 2 200 კი მძიმედ დაშავდა. თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში მუსლიმ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს. გიულენი ამერიკის შტატ პენსილვანიაში ცხოვრობს და თურქეთი მის ექსტრადირებას უკვე რამდენიმე თვე ითხოვს. შტატები ექსტრადირებაზე უარს აცხადებენ. რაც შეეხება გიულენს ის ბრალს არ აღიარებს. გარდა ამისა, გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით დაიხურა ათობით სკოლა და უნივირსიტეტი, ასევე რამდენიმე მედია საშუალება. პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის განკარგულებით სამსახურიდან დაითხოვეს ათასობით ადამიანი, ამასთან 15 ათასამდე მასწავლებელი, 6 ათასამდე სამართალდამცველი და 100-მდე ჟურნალისტი დააპატიმრეს, გიულენთან კავშირის ბრალდებით. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 3 თვით გახანგრძლივდა.
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)