|
2017-04-26 21:27:38, 2231 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: ჩვენი სურვილია, საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობამ ღრმა პარტნიორული ხასიათი შეიძინოს
ბერლინში, საქართველო-გერმანიის წლის საზეიმო გახსნის ცერემონიამდე, ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, მიხეილ ჯანელიძემ და ზიგმარ გაბრიელმა განცხადებები გააკეთეს. საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრები მიესალმნენ ქართულ-გერმანული ურთიერთობის 200 წლიან ისტორიას და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლის საიუბილეო თარიღებს და აღნიშნეს, რომ ამ ხნის განმალობაში გერმანია, როგორც ევროპის ლიდერი სახელმწიფო საქართველოს მეგობარ და ახლო პარტნიორად იქცა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით გერმანიაში მისი ვიზიტი ემსახურება ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და კოლეგა მინისტრთან შეხვედრაზე განხილული იქნება პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები. „გერმანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს, როგორც ინსტიტუციურ, ასევე ეკონომიკურ ტრანსფორმაციაში და გერმანია წლების განმალობაში გამოყოფილი ტექნიკური და ფინანსური დახმარებით ნომერ მეორე დონორი სახელმწიფოა საქართველოსთვის. დღეს როგორც არასდროს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებული კავშირების კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობები არსებობს დ ჩვენ ის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ", - განაცხადა მინისტრმა. მან გასაკუთრებით გამოყო გერმანიის გადამწყვეტი პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობა, როგორც ევროპული და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველო-გერმანიის თანამშრომლობას ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით, ამ მხრივ განსაკუთრებულად გამოყო გერმანიის საქმიანი წრეების დაინტერესება საქართველოთი, სადაც დღეს უკვე 380-მდე გერმანული კომპანია საქმიანობს. ჯანელიძის განცხადებით საქართველო, როგორც რეფორმატორი ქვეყანა გერმანელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი მოდელია და დღეს გერმანია ევროკავშირის სივრცეში საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ხაზი გაუსვა წარმატებულ თანამშრომლობას განათლების, კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების სფეროში. განსაკუთრებით გამოყო გერმანიის მხრიდან ქართველი სტუდენტებისათვის სტიპენდიების გამოყოფა, რომელმაც მასშტაბურ ციფრებს მიაღწია და რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ ქართველი ახალგაზრდების ცოდნის ამაღლებას, არამედ ემსახურება ქვეყნებს შორის ხალხთაშორისი ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას. მიხეილ ჯანელიძე და ზიგმარ გაბრიელი მიესალმნენ საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს, როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში და აღნიშნეს, რომ მიმდინარე წელი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და გააფართოებს ორმხრივი ურთიერთობების მასშტაბებს. განსაკუთრებით აღინიშნა 2018 წლის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტატუსით მონაწილეობა, რაც გერმანიასა და მთლიანად ევროპაში ქართული კულტურის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. საქართველო-გერმანიის წლის საზეიმო გახსნის ცერემონიას, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელგანთქმულ საზეიმო დარბაზში (Weltsaal) გაიმართა ხუთასამდე სტუმარი ესწრება.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)