|
2015-04-09 14:49:02, 653 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულების მინისტრმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი 9 აპრილის მემორიალთან მივიდა და 1989 წლის 9 აპრილის აქციის დარბევის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მინისტრმა მემორიალი გვირგვინით შეამკო და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „9 აპრილი არის დიდი ქართული ტრაგედიის დღე. 26 წლის წინ რუსთაველის გამზირზე ქართველმა მშვიდობიანმა მომიტინგეებმა თავი გასწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და შიშველი ხელებით დაუპირისპირდნენ უზარმაზარ იმპერიას. ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში თავისუფლებისათვის ბრძოლის და ერთიანობის დღედ იქცა, ვისურვებდი ეს ერთსულოვნება ჩვენს ხალხში ყოველთვის ყოფილიყოს“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან ერთად 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამაც მიაგო.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)