|
2017-04-25 12:20:57, 2718 ნახვა
კომენტარი მსოფლიო
სოფიო ქაცარავა: თითქმის ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა გამოხატა პოზიცია, რომ აგრამუნტი უნდა გადადგეს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას განცხადებით, თითქმის ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა თავისი მკაფიო აზრი გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი აგრამუნტი უნდა გადადგეს. როგორც ქაცარავამ აღნიშნა, დღეს ღია დებატები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ქართული მხარეც მიიღებს. „საკმაოდ მწვავე რეაქცია იყო გუშინ, განსაკუთრებით, საგაზაფხულო სესიის დაწყების პირველ დღეს, როდესაც, თითქმის ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა, თავისი მკაფიო აზრი გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ აგრამუნტი უნდა გადადგეს, ეს იყო ერთ-ერთი მოთხოვნა და, მგონი, ყველა ერთსულოვანი იყო, უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში, უმრავლესობას ასეთი პოზიცია ჰქონდა. დღეს იქნება როგორც მოგეხსენებათ ღია დებატები, ველოდებით, რომ იქნება საკმაოდ მწვავე კითხვები და შეფასებები იქნება პოლიტიკოსების მხრიდან. შედეგებზე ამ წუთას არ შემიძლია ვთქვა არაფერი და კომენტარი გავაკეთო, თუმცა იქნება საკმაოდ მწვავე დებატები და ჩვენც, ცხადია, მონაწილეობას მივიღებთ. სავარაუდოდ, შეიძლება, ჩვენც დავსვათ კითხვები. ჩვენც ვუერთდებით კოლეგებს იმ განცდაში და იმ შეფასებაში რაც გუშინ გამოიხატა“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)