|
2017-04-23 11:32:30, 997 ნახვა
რეგიონი
ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა
ძლიერმა ქალმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა. სტიქიამ ქალაქ ჯვარში 5 მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ასევე დაზიანებულია 30 ზე მეტი კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავი, მუჟავაში, ჭალეში, ჩქვალერში, ფოცხოეწერსა და ლიაში. ძლიერმა ქარმა მრავალწლიანი ხეებიც მოგლიჯა, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ადგილზე გაეცნო. ლევან შონიას, განცხადებით აღდგენითი სამუშაობი დღესვე დაიწყება. ამ დროისთვის გზები დაზიანებული ხეებისგან მოსუფთავდა, წაქცეული ხეები იჭრება ეზოებსა და პარკებში. სამუშაობში ადგილობრივ მინიციპალიტეტთან ერთად აქტიურადაა ჩართული საგანგებო სიტუაციების სამსახური. სტიქიის გამო წალენჯიხის მუნიციპალტეტში შექმნილია საგანგებო შტაბი, როელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ხელმძღვანელობს. საგანგებო შტაბის სხდომაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გუბერნატორს არსებული ვითარება გააცნეს. წალენჯიხაში დილიდან მუშაობს ზარალის დამთვლეი სპეცაილური კომისია. „ეს არი ზალიან მნიშვნელოვანი ზარალი, თუმცა აღდგენით სამუშაოებს ხვალ დილიდანვე დავიწყებთ, მანადე კი დღესვე მოხდება დაზიანებული სახურავების დროებითი გადახურავა. სოფელ ჭალეში დაზიანებულია სკოლა, ვესუბრეთ განათლების სამინისტროს და ხვალიდანვე დაიწყებენ დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციას. გვაქვს აქტიური კავშირი „ენერგო პრო ჯორჯიასთან“ და ყველა დაზაიანებულ ადგილებზე მათი ბრიგადები მუშაობენ, თავიდანვე გათიშული იყო 9 ათასამდე აბონენტი, თუმცა ამჟამად დარჩენილია 4 ათასი აბონენტი, რომელებსაც დღის ბოლომდე ელექტრო მომარაგება აღუდგებათ. კომისია მივიდეს ყველა დაზარალებულ სახლში, გადაიღეთ, დაითვაეთ ზარალი და კერძო სახლების შემთხვევში ჩვენ მათ სამშენებლო მასალით დავეხმარებით“ - არნიშნა საგანგებო შტაბის სხდომაზე გუბერნატორმა. საგანგებო შტაბის სხდომას გუბერნატორის მოადგილე, წალენჯიხის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარი ადმინისტრაციული ერთულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფოტოს ტელე "იმედი" ავრცელებს.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)