|
2015-04-09 11:52:28, 637 ნახვა
საზოგადოება
გიგა ბოკერია: ჩვენი ვალია შევინარჩუნოთ ის, რაც გმირობის ფასადაა მოპოვებული
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გიგა ბოკერიამ და ზურაბ ჯაფარიძემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. გიგა ბოკერიას განცხადებით, 9 აპრილს დაღუპულებმა გმირობის მაგალითი აჩვენეს და საქართველოს სახელმწიფო ვალია, შეინარჩუნოს ის თავისუფლება, რაც ასეთი გმირობის ფასად არის მოპოვებული. „1989 წლის 9 აპრილი იყო გარდამტეხი დღე არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის, არამედ მთელი იმ სივრცისთვის, რომელიც ცდილობდა, რომ თავი დაეღწია ამ საბჭოთა ციხისთვის და იმ ხალხმა, ვინც სიცოცხლე შეწირა ჩვენს თავისუფლებას, დიდი გავლენა მოახდინა იმაზე, რომ დაჩქარდა ამ ბოროტების იმპერიის დანგრევა. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მადლიერი და შევინარჩუნოთ ხსოვნა იმ ადამიანების. ამავე დროს, ჩვენი ამოცანაა, რომ აღარ დაგვჭირდეს ასეთ მდგომარეობამდე მისვლა, რომ ადამიანებმა, რომლებიც მშვიდობიანად იყვნენ შეკრებილი საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ჩვენს ქვეყანას. ამიტომ ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ არასდროს არ დავთმოთ ის, რაც ასეთი დიდი მსხვერპლით იქნა მოპოვებული. ჩვენი ვალია, შევინაჩუნოთ ის, რაც ასეთი გმირობის ფასადაა მოპოვებული“, – აღნიშნა ბოკერიამ
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)