|
2017-04-22 15:01:58, 1823 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის საგარეო მინისტრი ხურვალეთში: მაქვს იგივე ემოცია, რაც დონბასში ჩასვლისას მქონდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრი მავთულხლართების შედეგად შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. იგი გაესაუბრა ადგილობრივ მკვიდრს დავით ვანიშვილს, მიიღო ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან მავთულხლართების გავლების პროცესისა და ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს შექმნილი ვითარების შესახებ. პავლო კლიმკინის განცხადებით , უკრაინას და საქართველოს აქვს საერთო გამოწვევები და ღირებულებები, ისეთი, როგორიც არის ევროინტეგრაცია, მათი საერთო პრობლემა კი რუსეთია და ერთად უნდა იბრძოლონ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. „ამ ყველაფრის ადგილზე ნახვა ძალიან მძიმე განცდაა. მაქვს იგივე ემოცია, რაც მქონდა დონბასში ჩასვლისას, გამყოფ ხაზთან რომ ვიმყოფებოდი. რადგან დონბასიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. სიმბოლურია, რომ სადაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებია, არის მავთულხლართები. ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. სამწუხაროდ, უკრაინაში, ყოველ დღე ისვრიან, იღუპება ხალხი, ჩვენი გმირები. მე მინდა ღრმა მწუხარება და განსაკუთრებული პატივისცემა, სოლიდარობა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც იბრძოდა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკა, ეს სრულიად შეუფასებელია და ადამიანის გრძნობებს ეხება. ეს ეხება იმას, როგორი იქნება დემოკრატიული და ევროპული საქართველო. ჩვენ ზუსტად ისეთივე ღირებულებები, მიზნები და მისწრაფებები გვაქვს, ევროპული ინტეგრაცია და ევროპული და ტრანსატლანტიკური ოჯახის წევრობა. მაგრამ ჩვენ მსგავსი გამოწვევები და საფრთხეებიც გვაქვს და ამისთვის ერთად უნდა ვიბრძოლოთ. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო ამ ბატონისთვის ხელის ჩამორთმევა. ვიგრძენი, რომ პირველად შევეხე რუსული ოკუპაციის რეჟიმსა და ამ რეჟიმის ტყვეს, რომელიც ასე მტკივნეულად იტანჯება. ჩემი ვიზიტი და ორ ქვეყანას შორის არსებული ყველა კონტაქტები არ ეხება მხოლოდ პოლიტიკასა და ეკონომიკას, ეს არის ჩვენი მეგობრობა, ჩვენი ხალხი. ჩვენ ერთად ვიბრძვით და ასე უნდა გავაგრძელოთ-განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ვიზიტის ფარგლებში უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პატივი მიაგო და გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)