|
2017-04-21 17:19:27, 3622 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება - შეცვლის თუ არა ლევან იზორიას კობა კობალაძე
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. როგორც „ექსპრესნიუსს“ სანდო წყარომ აცნობა, თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორიას ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი კობა კობალაძე ცვლის. „ექსპრესნიუსი“ კობა კობალაძეს დაუკავშირდა, რომელმაც თავდაცვის მინისტრად მისი შესაძლო დანიშვნა უარყო. „აბსურდია, ჭორებზე ვისაუბროთ? წარმატებით ართმევს თავს და ღმერთმა ხელი მოუმართოს მოქმედ მინისტრს. არც შემოთავაზება ყოფილა, რატომ უნდა იყოს შემოთავაზება?!“,-ამბობს კობა კობალაძე. „ექსპრესნიუსმა“ გასულ წელსაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ კობა კობალაძე თავდაცვის მინისტრობისთვის ემზადებოდა. კობალაძემ ეს ინფორმაცია მაშინაც უარყო და აღნიშნა, რომ ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურში საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა და ბევრი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი. თუმცა, მალევე „ქართული ოცნების“ სიით, დეპუტატად იყარა კენჭი. კობალაძის თავდაცვის მინისტრად შესაძლო დანიშვნას არ ადასტურებენ თავდაცვის სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურებში, სადაც აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ. ლევან იზორია თავდაცვის მინისტრად 2016 წლის 1 აგვისტოს დაინიშნა. იგი მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა. რაც შეეხება კობა კობალაძეს, მან 1996 წელს დაამთავრა ქ. რიაზანის უმაღლესი საჰაერო სადესანტო სასწავლებელი; 1999 წელს დაამთავრა ქ. მოსკოვის ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია შენაერთების სამხედრო ადმინისტრაციული მართვისა და ოპერატიული ხელოვნების სპეციალობით, ამავე წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1986-1987 წწ. მუშაობდა თბილისის კიროვის სახელობის ჩარხმშენებელ ქარხანაში; 1987-1989წწ. მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური შორეულ აღმოსავლეთში; 1990-იანი წლებიდან ჩაერთო საქართველოს ეროვნული შეიარაღებული ძალების შექმნა-ჩამოყალიბების პროცესში; 1991-1994წწ. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში; სწავლის დამთავრების შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაინიშნა დასავლეთის ოპერატიული მიმართულების უფროსად; 2000 წელს დაინიშნა საქართველოს სახმელეთო ჯარების სარდლად; 2001 წელს დაინიშნა საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლად; 2001 წელს სწავლობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გენერალური შტაბის აკადემიაში; 2004 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე გადავიდა თადარიგში და ჩაირიცხა რეზერვში; 2016 წელს დაინიშნა ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად; არის სპორტის ოსტატი კრივსა და ხელჩართულ ბრძოლაში, საპარაშუტო სპეციალობის ინსტრუქტორი; არის სამხედრო და სახელმწიფო უსაფრთხოების თემატიკისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, დოქტორანტი.
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)