|
2017-04-21 16:44:24, 1990 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძემ ნიდერლანდების სამეფოში შეხვედრები გამართა
20 აპრილს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძე ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ბერტ კუნდერსს შეხვდა. შეხვედრა ჰააგაში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის მიერ დაფიქსირებული პროგრესი. ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა ნიდერლანდების სამეფოს მზაობა მომავალშიც განაგრძოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა და სხვადასხვა პროექტების ხელშეწყობა როგორც სტარტეგიული კომუნიკაციის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და განათლების მიმართულებით. „ჩვენ განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, როგორიცაა რუსეთის პროვოკაციული მოქმედებები, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, ანექსიის თვალსაზრისით გადადგმული. მადლობა გადავუხადეთ ჩვენს ჰოლანდიელ კოლეგებს მხარდაჭერისთვის როგორც მრავალმხრივ, ისე ორმხრივ ფორმატებში, რომელსაც ისინი ყოველთვის იჩენენ ევროკავშირის, ნატოს, თუ სხვა მიმართულებით და რა თქმა უნდა განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე ის სექტორალური რეფორმები, რომელიც ხელს უწყობს ასოცირების შეთანხმების განხორციელებას, ნატოსთან ურთიერთობები, ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება და ინტეგრაციის თემები“, -განაცხადა ვიქტორ დოლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. სახელმწიფო მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებსაც შეხვდა. ჰოლანდიის ახლად არჩეული პარლამენტის წევრები ასოცირების შეთანხმების შესრულებისა და ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით დაგეგმილი ღონისძიებებით დაინტერესდნენ. ვიქტორ დოლიძემ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის ფარგლებში სხვადასხვა სფეროში განხოციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, მადლობა გადაუხადა ჰოლანდიურ მხარეს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხში მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას პარტნიორ ქვეყნებთან ევროკავშირსა და ნატოში ინტერაციის გზაზე შემდგომი ნაბიჯების მხარდაჭერის კონსოლიდაციის მიმართულებით. სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, შეხვედრა გამართა დემოკრატიისა და სარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტის (IDEA International) ჰააგის ოფისში. სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციის მიზანია მდგრადი დემოკრატიის ხელშეწყობა მთელს მსოფლიოში. ვიქტორ დოლიძემ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები პროგრამების ხელმძღვანელთან სემ ვან დერ სტააკთან განიხილა. მხარეებმა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა და გამტკიცების ხელშეწყობის მიზნით კონკრეტული პროგრამების განხორციელების შესაძლებლობაზე იმსჯელეს. 21 აპრილს, ვიზიტის ფარგლებში, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ჰააგის ევროპის სახლში გაიმართა სახელმწიფო მინისტრის ლექცია და ფოტო-გამოფენა „Georgias European way“. ღონისძიებას ჰააგაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კვლევითი ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (NS)
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)