19:31 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-20 21:50:11, 1930 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის სამთავრობო დელეგაცია ეწვია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია.

როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, პრემიერ-მინისტრს აეროპორტში ვიცე-პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და უნგრეთში საქართველოს ელჩი ზაზა კანდელაკი დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. იგეგმება ხელმოწერა ოფიციალურ დოკუმენტებზე და უნგრულ-ქართულ ბიზნეს ფორუმში​ მონაწილეობა.

დახვედრის ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით უნგრეთის დელეგაციის წარმომადგენლობითი დელეგაცია ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის გამოხატულებაა. „უნგრეთი საქართველოს ევროპული და ევრო ატლანტიკური გზისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია. ჩვენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების დიდი შესაძლებლობები გვაქვს, განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ბიზნეს ფორუმი, რომელზეც წარმოდგენილი იქნებიან ქართული და უნგრული ბიზნესის წარმომადგენლები. ჩვენ თანამშრომლობას ვაღრმავებთ ყველა მიმართულებით და ამ პერსპექტივებს განვიხილავთ როგორც ჩემს კოლეგასთან, ასევე დელეგაციის სხვა წევრებთან."

შეგახსენებთ, რომ უნგრეთის რესპუბლიკის დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხელმძღვანელობს, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, ეროვნული ეკონომიკის მინისტრი მიჰაი ვარგა, ადამიანური რესურსების მინისტრი ზოლტან ბალოგი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შანდორ ფაზეკაში, ეროვნული განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ანდრაშ არადსკი და პრემიერ-მინისტრის კაბინეტის უფროსი იანოშ ნაგი იმყოფებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics