|
2017-04-20 13:36:27, 1123 ნახვა
სამხედრო
ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ბრიტანულ ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფოს ინსტიტუტს (RUSI) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს მხრიდან ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ, ხოლო ბრიტანეთის მხრიდან - RUSI-ის დირექტორმა რაფაელო პანტუჩიმ მოაწერეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ლელა ჩიქოვანი და ნუკრი გელაშვილი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, ასევე თავდაცვის უწყებისა და ბრიტანული ინსტიტუტის წარმომადგენლები დაესწრნენ. დოკუმენტის მიხედვით, ეროვნულ თავდაცვის აკადემიასთან კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლობა გამოცდილების გაზიარებასა და მოწვეული ლექტორების მიერ კონკრეტული კურსების წაკითხვას გულისხმობს. მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება სამაგისტრო პროგრამის განვითარება, კერძოდ, მომავალ აკადემიურ წელს თავდაცვის ანალიზის სპეციალობით სამაგისტრო პროგრამა ამოქმედდება. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალამდე, შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები დეტალურად განიხილეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ბრიტანელი სტუმრები ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო პროგრამებისა და ინფრასტრუქტურის გასაცნობად გორში გაემგზავრნენ. ბრიტანელი ექსპერტები თავდაცვის სამინისტროს მოწვევით საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში, ხვალ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა (DIB) და RUSI-ის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ხვალვე, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა RUSI-ის უფროსი მკვლევარის, დოქტორ იგორ სუტიაგინის ლექციასაც უმასპინძლებს. თავდაცვის უწყების საგანმანათლებლო ცენტრებთან ურთიერთგაგების მემორანდუმების გაფორმება ბრიტანეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის საქართველოსთან თანამშრომლობის პირველი შემთხვევაა. RUSI დედოფალ ელისაბედ მეორის პატრონაჟის ქვეშ მყოფი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი, პრესტიჟული და გავლენიანი კვლევითი ინსტიტუტია. (NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)