|
2017-04-20 10:56:47, 1930 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის უფროს ვიცე-პრეზიდენტსა და წამყვან ეკონომისტს შეხვდა
აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის უფროს ვიცე-პრეზიდენტსა და წამყვან ეკონომისტს, პოლ რომერს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში მსოფლიო ბანკის პროექტების მიმდინარეობა, პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ასევე, საუბარი წარიმართა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის უფროს ვიცე-პრეზიდენტს გააცნო მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა და მის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, რომლის მთავარ მიზანსაც საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა წარმოადგენს. მიმდინარე რეფორმებზე საუბრისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა განათლებისა და მმართველობის რეფორმაზე, აგრეთვე გადახდისუნარიანობის კანონმდებლობის შემუშავებაზე, საპენსიო სქემისა და კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე. მსოფლიო ბანკის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი პოლ რომერი დაინტერესდა საქართველოს მთავრობის რეფორმებით და გამოთქვა ინიციატივა, რათა პირადად მიიღოს მონაწილეობა მათი შემუშავების პროცესში. აღნიშნული საკითხების უკეთ გაცნობის მიზნით, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მსოფლიო ბანკის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში მიიწვია. შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ახალი, სამწლიანი პროგრამის დამტკიცების მნიშვნელობაზე. მსოფლიო ბანკის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი პოლ რომერი ავტორიტეტული რეიტინგის „ბიზნესის კეთების სიმარტივის" ჯგუფის ხელმძღვანელია. ამდენად, შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მსოფლიო ბანკის ავტორიტეტულ რეიტინგზე „ბიზნესის კეთების სიმარტივე". თავის მხრივ, მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ რეფორმების განხორციელების მიმართულებით მიიღო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და მსოფლიო ბანკი გააგრძელებენ ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობის მიმართულებით. პოლ რომერი მსოფლიოში ცნობილი და ავტორიტეტული ეკონომისტია, რომელიც თავის დროზე მოღვაწეობდა ნიუ-იორკისა და სტენფორდის უნივერსიტეტებში. რომერი არის ენდოგენური ზრდის თეორიის ფუძემდებელი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)