|
2015-04-08 18:13:52, 530 ნახვა
საზოგადოება
სოფელ სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრში პროგრამის „საქართველოს მოხალისე“ პრეზენტაცია გაიმართა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უშუალო მხარდაჭერით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალი პროგრამის „საქართველოს მოხალისე“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომდგენლები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომდგენლებმა ახალგაზრდებს წარუდგინეს პროგრამა, რომლის მთავარი მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის შექმნა, ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობის პოპულარიზაცია, მოხალისეობის გარშემო დამკვიდრებული მცდარი სტერეოტიპების დანგრევა, საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია. პროგრამის განხორციელებას საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი. პროგრამის ფარგლებში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ათ რეგიონში კონკურსის საფუძველზე შეირჩა ათი რეგიონული ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც უზრუნველყოფენ რეგიონის მუნიციპალიტეტებში მოხალისეების შერჩევას და კოორდინირებას. პროგრამის ფარგლებში საქართველოს 67 მუნიციპალიტეტში კონკურსის საფუძველზე შეირჩევა 134 მოტივირებული მოხალისე–2 მოხალისე თითო მუნიცილაპიტეტიდან. შერჩეული ახალგაზრდები ერთი წლის ვადით მიიღებენ „საქართველოს მოხალისის" სტატუსს. ცნობისთვის, პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა, მუნიციპალიტეტების მიხედვით, რეგისტრაცია უნდა გაიარონ 25 მარტიდან 17 აპრილის ჩათვლით საიტზე www.mokhalise.ge/ შერჩეული ახალგაზრდები 6- დან 10 მაისის ჩათვლით დაბა ბაკურიანში გაივლიან ტრენინგს და მიიღებენ „საქართველოს მოხალისის" სტატუსს.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)