15:25 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-19 18:18:24, 2300 ნახვა

ეკონომიკა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მარიანა მორგოშია უხელმძღვანელებს

„აწარმოე საქართველოში“ განახლებულ სტრუქტურას, რომლის პრეზენტაციაც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ გამართა, მარიანა მორგოშია უხელმძღვანელებს.

ახალი სტრუქტურა ეკონომიკური განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ კომპონენტს - ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს და ინვესტიციებს გააერთიანებს.

„ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდება  სამი მიმართულება: „აწარმოე საქართველოში-ბიზნესი“, „აწარმოე საქართველოში-ექსპორტი“ და „აწარმოე საქართველოში-ინვესტიცია.“  გარდა ამისა, სააგენტოს დაემატა  ეკონომიკური ატაშეების ახალი მიმართულება. ეკონომიკური ატაშეები აქტიურად  ითანამშრომლებენ ჩვენს ექსპორტიორებისა და ინვესტორების გუნდთან, რათა დააკავშირონ როგორც პოტენციური ინვესტორები, ასევე პოტენციური შემსყიდველები იმ სავაჭრო პარტნიორების ქვეყნებიდან,  რომლებშიც იქნებიან წარდგენილნი“, - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს მარიანა მორგოშიამ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics