18:48 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-19 11:57:47, 2140 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
თალაკვაძე: პარლამენტში ვახტანგ გომელაურის მოსვლით პასუხები ბევრ კითხვას გაეცემა, მათ შორის ოპოზიციის მუდმივ წუხილს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის წარდგენა ღია იქნება, კითხვა-პასუხის რეჟიმი კი, დახურულ ფორმატში წარიმართება. 

თალაკვაძის თქმით, ანგარიშში მოცემულია ისეთი საინტერესო ნაწილები, როგორიცაა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეები, საქართველოს ძალისხმევა ტერორიზმის რისკებთან მიმართებაში და კორუფციასთან ბრძოლა.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  სუს-ის თანამშრომლობა საერთაშორისო კონტექსტში. კერძოდ, ამერიკასთან და ევროკავშირთან. პარლამენტში ვახტანგ გომელაურის მოსვლით პასუხები ბევრ კითხვას გაეცემა. მათ შორის ოპოზიციის მუდმივ წუხილს იმის თაობაზე, პარლამენტში მოვა თუ არა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და ჩააბარებს თუ არა პარლამენტს ანგარიშს. ეს ძალიან საქმიანი ანგარიშია, რომლის განხილვა საქმიან გარემოში მოხდება.  რაც შეეხება კითხვა-პასუხის რეჟიმს, ეს ანგარიშის საჯარობაას კითხვის ნიშანს არ უსვამს.  როგორც კი კომიტეტების სხდომაზე, ჟურნალისტებმა დარბაზი დატოვეს, ოპოზიციონერებმა რიტორიკა შეცვალეს და მსჯელობა საქმიან ფორმატში გააგრძელეს. როგორც ჩანს, ქცევა კამერებთან და მის გარეშე, გარკველწილად განსხვავდება. ანგარიშის წარდგენა ღია იქნება, კითხვა-პასუხის რეჟიმი დახურულ ფორმატში იქნება“, - აღნიშნავს თალაკვაძე.

ცნობისთვის, რამდენიმე წუთში პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, დეპუტატები ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics