18:12 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 16:03:40, 2171 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ეკა ბესელია: ამ კონსტიტუციას ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია ექნება

საკონსტიტუციო კომისიის წევრის, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელის, ეკა ბესელიას განცხადებით, მთავარია არა ის, თუ ვინ დატოვებს კომისიის რიგებს, არამედ სამუშაო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა,  ვისაც აინტერესებს, კონსტიტუცია იყოს ძალიან საამაყო და ღირებული  დოკუმენტი, ის ამ პროცესში  ბოლომდე იქნება  ჩართული:

„ისე ჩანს,  თითქოს მთავარი ამბავია, ვინ დარჩება საკონსტიტუციო კომისიაში  და ვინ წავა, ეს არ არის მთავარი ამბავი, მთავარი ამბავია, რაც ხდება სამუშაო პროცესში, სადაც თითოეული მუხლი ყალიბდება უფრო უკეთესი ფორმულირებით, ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები და ალბათ ჩვენი მთელი ყურადღება მიპყრობილი უნდა იყოს იქითკენ, საბოლოოდ როგორი კონსტიტუცია გვექნება. ვისაც სურს, რომ წავიდეს და ეს წინასწარაც იყო გაცხადებული, ვერავინ ვერავის დაიჭერს, მაგრამ ვისაც აინტერესებს, კონსტიტუცია იყოს ძალიან საამაყო და ღირებული  დოკუმენტი, ის დარწმუნებული ვარ ბოლომდე იქნება ამ პროცესში ჩართული",-აღნიშნა ბესელიამ და დასძინა, რომ კონსტიტუციას ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია ექნება:

"კონსტიტუციას ლეგიტიმაციას აძლევს ხალხი  და ლეგიტიმაცია ამ კონსტიტუციას ექნება ძალიან მაღალი, რადგან საერთო სახალხო განხილვის შედეგად იქნება საბოლოო რედაქცია მხარდაჭერილი", - განმარტა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics