20:21 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-17 20:13:16, 1907 ნახვა

კომენტარი
ქეთევან ციხელაშვილი ლავროვის ვიზიტზე: ეს არის კიდევ ერთი, მორიგი პროვოკაციული ნაბიჯი რუსეთის მხრიდან

„ეს არის კიდევ ერთი, მორიგი ღია პროვოკაციული ნაბიჯი რუსეთის მხრიდან“, - ასე შეაფასა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა  ქეთევან ციხელაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სოხუმში 18-19 აპრილისთვის დაგეგმილი ვიზიტი.  

„რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის  მხრიდან სოხუმში ეს არ არის პირველი ვიზიტი. ეს არის ეს არის კიდევ ერთი, მორიგი ღია პროვოკაციული ნაბიჯი. მე იმედს ვიტოვებ, რომ აფხაზური საზოგადოება გააცნობიერებს, რეალურად რა ვითარებაში იმყოფება დღეს რეგიონი, რას ნიშნავს აგვარი ვიზიტები და რუსეთის ექსკლუზიური გავლენა რეგიონზე, რომ საქმე გვაქვს ოკუპაციასთან და დე ფაქტო ანექსიის მცდელობასთან, როდესაც საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროზე რუსეთს აქვს ექკლუზიური გავლენა. ვფიქრობ,ეს ვიზიტიც სწორედ ამ ჭრილში შეიძლება იქნას განხილული“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მან საქართველოს ხელისუფლების მიდგომასა და საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებაზეც ისაუბრა. 

„დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან  შეფასება მხოლოდ ერთი, იმ პოზიციიდან გამომდინარე იქნება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რაც შეეხება საქართველოს პოზიციას - ჩვენ წლების განმავლობაში ვცდილობთ, დეოკუაპციასთან ერთად დეესკალაციის პოლიტიკაც გავატაროთ. ჩვენი გზავნილი რუსეთისა და დანარჩენი მსოფლიოს მიმართ არის გზავნილი, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული დაპირისპირებაში, რეგიონში უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი აქტორია და ერთადერთი, რასაც ჩვენ ვითხოვთ და ეს არის წითელი ხაზი -   ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის პატივისცემაა“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics