|
2015-04-08 15:05:03, 405 ნახვა
პოლიტიკა
პავლე კუბლაშვილმა პარლამენტში პოლიციელებისათვის სოციალური დაცვის პირობების გაუმჯობესების თაობაზე კანონპროექტი შეიტანა
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა პარლამენტში პოლიციელებისათვის სოციალური დაცვის პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული კანონპროექტი შეიტანა. კუბლაშვილის განცხადებით, პოლიცელს, დღეს, ისე როგორც არასდროს, გვერდში დგომა სჭირდება. "პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის დახმარებით მზადდება კანონპროექტი, რომელსაც მოსამზადებლად 2-3 კვირა ჭირდება.ჩვენ კი უკვე დავაანონსეთ ეს კანონპროექტი, მზად გვაქვს და შეგვაქვს საორგანიზაციო დეპარტამენტში. თუ მათ აქვთ მზაობა რომ უფრო ხელშესახები გავხადოთ სოციალური დაცვის პირობები პოლიციელებისათვის, მიიღონ ეს კანონპროექტი, ვისი ინიცირებულიც არ უნდა იყოს. რიგით პოლიციელებს ყოველდღიურად უწევთ კრიმინალთან ბრძოლა, რომლის გაზრდაც ამ ხელისუფლების დამსახურებაა. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ დავეხმაროთ პოლიციელებს და მათ გვერდში დავუდგეთ",-განუცხადა პავლე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომ პოლიციელების სოციალური დაცვის პირობების სამხედროებისას გათანაბრების თაობაზე კანონპროექტი მათ უკვე შემუშავებული აქვთ, კუბლაშვილმა ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ რაც მეტი ინიციატივა იქნება პოლიციელების პირობების გაუმჯობესების თაობაზე, უკეთესი იქნება. თუმცა კუბლაშვილის მტკიცებით, მას პოლიციელების სოციალური დაცვის პირობების სამხედროებისას გათანაბრების თაობაზე მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ცნობისთვის, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას დაღუპული პოლიციელებისა და სამხედროების ოჯახების სოციალური დახმარების გათანაბრების თაობაზე კანონპროექტი უკვე მზად აქვს და მას პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაუგზავნის. პრემიერის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" სცდილობს მთავრობის გაკეთებული საქმე მიიწეროს
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)