|
2015-04-08 14:53:28, 378 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი: შიდა ქართლს სახელმწიფოსგან განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება, რადგან ომის კვალი ადვილად არ ქრება
ახალი პროექტის -„ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ ფარგლებში, პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შიდა ქართლს ესტუმრა. პრემიერმა პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ პროექტმა რეგიონები უნდა განავითაროს და იქ მეტი სამუშაო ადგილის შექმნა უზრუნველყოს. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სახელმწიფოს შიდა ქართლის მიმართ განსაკუთრებული ვალდებულება აქვს. "ეს არის კარგი საშუალება, რომ ერთმანეთს ღიად ვესაუბროთ პრობლემებზე, საკითხებზე, რომლებიც დროულად გადაწყვეტას საჭიროებს. ამიტომ, მთავრობის წევრებთან ერთად ვარ აქ ჩამოსული. ეს არის კარგი საშუალება, რომ ჩვენი ხედვა წარმოგიდგინოთ,თუ როგორ გვესახება რეგიონების განვითარება. პროექტის მიზანია, გამოცოცხლდეს რეგიონები, ადგილობრივ წარმოებას შევწუყოთ ხელი და მეტი სამუშაო ადგილები შევქნათ, დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას, რომ წელში გაიმართოს და გამოვაცოცხლოთ რეგიონები. შიდა ქართლის მიმართ განსაკუთრებული ვალდებულება გვაქვს, სახელმწიფოს მხრიდან ამ რეგიონს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება, რადან ომის კვალი ასე ადვილად არ გქრება, ის უბედურება, ის საშინელი ტრაგედია და სტრესი, რაც ამ რეგიონის მოსახლეობამ გადაიტანა, არის მძიმე და იარები მოუშუშებელია. პრობლემები არ არის ადვილად გადასალახი და ჩვენი მხრიდან უფრო მეტი მუშაობაა საჭირო.ჩვენ შეძლებისდაგვარად ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შიდა ქართლი მაქსიმალურად მალე დადგეს ფეხზე. ვგრძნობთ იმ მოუგვარებლ პრობლემებს, რომლებიც რეგიონებში არსებობს. ამ მიზნით ჩვენი მთავრი ამოცანაა, ფოკუსირებულად ვიმუშაოთ რეგიონების განვითარებაზე და დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)