|
2017-04-12 21:03:11, 1817 ნახვა
პოლიტიკა
„ვიშეგრადის ოთხეული
ვარშავაში „ვიშეგრადის ოთხეულისა" და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი იყო ევროკავშირსა და ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის'' ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე მსჯელობა და ამ პროცესში „ვიშეგრადის ოთხეულის'' ჩართულობა. ამასთან, გაიმართა „ვიშეგრადის ოთხეულის" საგარეო საქმეთა მინისტერიალი, სადაც მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ 2017 წლის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაში უნდა აისახოს პარტნიორი ქვეყნების მისწრაფებების მხარდაჭერა და ევროპული პერსპექტივა. „ვიშეგრადის ოთხეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდგომ გაიმართა პლენარული სესია „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებისა და სხვა მოწვეული მინისტების მონაწილეობით, რომელიც დაეთმო ევროკავშირსა და ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის'' ქვეყნებს შორის ურთიერთკავშირების განმტკიცების საკითხს, კერძოდ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და კომუნიკაციების განვითარების კუთხით. შეხვედრისას ხაზი გაესვა სტრატეგიული პროექტების განხორციელების და აღმოსავლეთ ევროპული პარტნიორი ქვეყნების პან-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში ინტეგრირების მნიშვნელობას. „ვიშეგრადის ოთხეულის" მინისტრებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მტკიცე მხარდაჭერა „აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი". საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე პლენარული სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა ისაუბრა „ვიშეგრადის ოთხეულის", „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მნიშვენლობაზე. მიხეილ ჯანელიძემ ასევე ისაუბრა საქართველოს მნიშვნელობაზე, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელ კორიდორზე და ამ კუთხით სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე. მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე, რომელიც დაგეგმილია ბრიუსელში 2017 წლის ნოემბერში. მინისტრმა კოლეგებს გააცნო ის მოლოდინები და პრიორიტეტები, რომელიც ქართულ მხარეს აქვს სამიტთან დაკავშირებით. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ექვს პუნქტიანი გეგმა, რომლის განცორხიელებითაც საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროკავშირს. „ამ დღის წესრიგის შედეგად საქართველო გახდება ევროპული სახელმწიფო, წევრი ქვეყნის სტატუსის გარეშეც. ჩვენი მიზანია ევროკავშირის სრული წევრობა. ყველასათვის ცნობილია, რომ ეს წარმოადგენს საქართველოს მისწრაფებას. რეფორმები და ზემოთხსენებული ექვსი პუნქტი წარმოადგენს სრული წევრობის გზას. აღნიშნულ პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკურ გზავნილს - ევროპული პერსპექტივის დაფიქსირებას. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ამ მიმართულებით, რათა შევძლოთ ამ პოლიტიკური მისწრაფების განხორციელება", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ „ვიშეგრადის ოთხეული" განაგრძობს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების მისწრაფებების მხარდაჭერას. მინისტრი მიესალმა „ვიშეგრადის ქვეყნების" საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებას, რომელიც დაფიქსირებულია 12 აპრილს გამართული „ვიშეგრადის ოთხეულის" მინისტერიალის ერთობლივ განცხადებაში. მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა არსებული და მომავალში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლებიც მისი განცხადებით სარგებლობის მომტანი იქნება რეგიონისთვის და ევროკავშირისთვის. „ვიშეგრადის ოთხეულისა" და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში ვიშეგრადის ოთხეულის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, ბულგარეთის, ესტონეთის, რუმინეთის, სლოვენიის, შვედეთის, ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი მონაწილეობდნენ. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)