|
2017-04-12 15:59:08, 1861 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
შავგულიძე: მესამე რაუნდის ფორმატში პრეზიდენტის საკითხი არ განგვიხილავს და არ ვიცი, სად გადაწყდა
საკონსტიტუციო კომისიის წევრის შალვა შავგულიძის განცხადებით, მესამე რაუნდის ფორმატში პრეზიდენტის საკითხი არ განუხილავთ. შავგულიძის განმარტებით, არ იცის, რას ეფუძნება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია. მისივე შეფასებით, პრეზიდენტის არჩევითობის საკითხი აბსოლუტურად ბმაშია საარჩევნო სისტემასთან და განყენებულად განხილვა გამართლებული არ იქნება. "პირობითად მესამე რაუნდის ფორმატში საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დავიწყეთ ახლა, 2 დღის წინ. მაგრამ ჯერჯერობით პრეზიდენტის თავამდე არ მივსულვართ. თუ ბატონი თავმჯდომარე იმას გულისხმობს, რომ ზოგადად ამ საკითხებზე ზეპირად ვსაუბრობდით, მაშინ ვერ მოისმინა, არ ვიცი. ვიმეორებ მესამე რაუნდის ფორმატში პრეზიდენტის საკითხი არ განგვიხილავს. ეს საკითხი ბმაშია რა თქმა უნდა საარჩევნო სისტემასთან და ქართულმა ოცნებამ, ვიცით საჯაროდ განაცხადა იმასთან დაკავშირებით, რომ ის იზიარებს რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი პარლამენტის მიერ უნდა იყოს არჩეული, ან რაღაც არაპირდაპირი არჩევის წესით. მაგრამ, ეს განხორციელდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც არსებული საარჩევნო სისტემა შეიცვლება, სამართლიანი საარჩევნო სისტემით და ასეთი ახალი საარჩევნო სისტემით არჩეულ პარლამენტს მიეცეს პრეზიდენტის არჩევის შესაძლებლობა. ამიტომ, პრეზიდენტის არჩევითობის საკითხი აბსოლუტურად ბმაშია საარჩევნო სისტემასთან და განყენებულად განხილვა არ იქნება გამართლებული, თუ დღეს იყო ასეთი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია უბრალოდ არ ვიცი, რას ეფუძნება, სად გადაწყდა",-აღნიშნა შავგულიძემ.
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)