17:33 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 20:36:53, 1954 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ლიტვის თავდაცვის მინისტრი რაიმუნდას კარობლისი ეწვია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრი იმყოფება.

რაიმუნდას კარობლისს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.

ლიტვის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს სამწყობრო მოედანზე გაიმართა. შესრულდა ლიტვის რესპუბლიკისა და საქართველოს  სახელმწიფო ჰიმნები.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, ლიტვის დელეგაციასთან შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში წარიმართა, რომელსაც ლიტვის გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვიტალიუს ვეიკშნორასი, საქართველოს  თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრნენ.

საუბრის დასაწყისში ლევან იზორიამ ლიტველ კოლეგას პოლიტიკური მხარდაჭერისა და თავდაცვის სფეროში პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საქართველოსა და ლიტვას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, საგანმანათლებლო სფეროზე, ერთობლივ სამხედრო წვრთნებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ყურადღება ლიტვის მიერ საქართველოს ეროვნული გვარდიის რეფორმირების პროცესში შეტანილ წვლილსა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში ლიტვის ჩართულობაზე გამახვილდა.

შეხვედრის დროს, ლევან იზორიამ ხაზი  სკანდინავია-ბალტიისპირეთი-საქართველოს ფორუმის დაფუძნების მნიშვნელობას გაუსვა და აღნიშნა, რომ შვედი, ფინელი და ესტონელი კოლეგები ამ ინიციატივას მიესალმებიან.

გაფართოებული შეხვედრის  დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ხელი ერთობლივ განცხადებას მოაწერეს, რაც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა სამხედრო განათლება, ერთობლივი სწავლებები და წვრთნები, საქართველოს ეროვნული გვარდიის შესაძლებლობების გაზრდა, ასევე ლიტვის მხარდაჭერა თავდაცვის მიმართულებით სწორი რეფორმების განსახორციელებლად.

გაფართოებულ ფორმატში დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და ლიტვის თავდაცვის მინისტრებმა განხილული თემები მედიასთან შეაჯამეს და ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics